CloudFlare

რეპორტინგის სისტემა გაანალიზეთ ბიზნესში მიმდინარე პროცესები.

MGL მისალმება

რეპორტინგი არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გვერდი, რომელიც უდიდეს როლს თამაშობს თქვენთვის, როგორც გადაწყვეტილების მიმღები ადამიანისთვის ბიზნესში, რათა მართოთ მიმდინარე საქმეები და გააანალიზოთ არსებული სიტუაცია. მისი საშუალებით, თქვენ ნახულობთ რომელი თანამშრომელი ასრულებს ყველაზე დიდ სამუშაოებს, რომელი სერვისებია მოთხოვნადი, ან პირიქით, ნაკლებად ცნობილი. ძალიან მარტივად ითვლით დღის, კვირის ან ნებისმიერი დროის განმავლობაში, თქვენი თანამშრომლის მიერ გამომუშავებულ ხელფასს. რეპორტინგი არის შექმნილი იმისთვის, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით, გაგიმარტივდეთ საქმისწარმოება. თქვენ გეძლევათ საშუალება, რომ დაინახოთ ციფრები ცხრილურ და ოვალურ დიაგრამებში, რომელიც ბევრად აღქმადს ხდის პროცესებს, თანხების შემოდინებასა და გადინებას. იმას, რასაც რამდენიმე საათს ანდომებდით, დღეს, ჩვენი პროგრამის საშუალებით, წამებზეა დაყვანილი, თქვენ შეგიძლიათ უარი თქვათ კალკულატორზე, ფურცელსა და კალამზე. ყველაფერი არის გამარტივებული და მომხმარებელზე მორგებული. არასდროს ყოფილა ბიზნესის ანალიზი ისეთი მარტივი, როგორიც დღესაა „ემ ჯი ელ სერვისის“ საშუალებით.